შეღავათიანი აგროლიზინგი

გჭირდებათ დამატებითი თანხა აგრობიზნესის განვითარებისთვის? ჩაერთეთ ‘’სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს’’ პროგრამაში და მიიღეთ დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დანადგარებისა და ტექნიკის შესაძენად.  

პროგრამის ფარგლებში ‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ შეისყიდის თქვენს მიერ შერჩეულ აქტივს და სარგებლობაში გადმოგცემთ. აქტივი კომპანიის სახელზე გაფორმდება, ხოლო მართვას შეძლებთ თქვენ. ლიზინგის ვადის ბოლოს აქტივი თქვენს საკუთრებაში დარჩება.


რა უპირატესობას გთავაზობთ პროგრამა?

  • საშეღავათო პერიოდი;
  • თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი;
  • სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობა;
  • აქტივის მართვის შესაძლებლობა;
შეღავათიანი აგროლიზინგი

კალკულატორი

კალკულატორი

თვეში გადასახდელი თანხა 0
ჩვენი აგენტი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში

განაცხადი წარმატებით გაიგზავნა

 

შეღავათიანი აგროლიზინგის პირობები:

ლიზინგის მიმღები ფიზიკური* /იურიდიული პირი
ლიზინგის მოცულობა 20 000-1 500 000 (სესხი+ლიზინგი)
ვალუტა ლარი
თანამონაწილეობა 20% დან/განიხილება ინდივიდუალურად
საპროცენტო სარგებელი ** 20% -21% (სააგენტო აფინანსებს 12%)
ვადა (თვე) 3- 66 თვემდე
გაცემის საკომისიო 0% ( ხელშეკრულებითაა განსაზრვრული)
გადახდის გრაფიკი ყოველთვიური/სეზონური
დაზღვევა სავალდებულოა
წინსწრებიით დაფარვის საკომისიო 6 თვემდე - 4 %; > 6 თვე - 2%
ვადაგადაცილების საკომისიო (დღე) (ვადაგადაცილებული სალიზინგო საზღაურის არაუმეტეს 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე)